ახალი ამბები

სალონები, აგრარული ბაზრობები, ბანკები და სხვა – რას არ ეხება შეზღუდვები

26 ნოემბერი, 2020 • 1078
სალონები, აგრარული ბაზრობები, ბანკები და სხვა – რას არ ეხება შეზღუდვები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში შეზღუდვები გამკაცრდება. თუმცა ეს შეზღუდვები არ ეხება ისეთ ობიექტებს, როგორებიცაა სილამაზის სალონები, აგრარული ბაზრობები, ბანკები და სხვა.

ამ პერიოდში, სხვადასხვა დროს, არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და სხვა. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკურ საქმიანობის დიდი ნაწილი მუშაობას გააგრძელებს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ შეეხება ყველა სახის ეკონომიკურ საქმიანობას (გარდა სავაჭრო ცენტრებისა, ზამთრის კუროტებისა და ა.შ.) მათ შორის:

1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

4. დელივერსა და გატანის სერვისებს;

5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

8. აგრარული ბაზრობის მუშაობას

9. და სხვა.

· არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

ყველა შეზღუდვა ნახეთ აქ:

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი