ახალი ამბები

ზამთრის კურორტები 31 იანვრამდე არ გაიხსნება

26 ნოემბერი, 2020 •
ზამთრის კურორტები 31 იანვრამდე არ გაიხსნება

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება.

რეგულაციები შეეხო ზამთრის კურორტებსაც. საკოორდინაციო საბჭოს დღეს, 26 ნოემბერს, მიღებული გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, სათხილამურო კურორტეზე  სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. ამას გარდა, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

საკოოედინაციო სხვა გადაწყვეტილებები ნახეთ აქ:

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი