ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3801 შემთხვევიდან უმეტესობა – 1293 შემთხვევა თბილისში დადასტურდა.
მთავრობის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1293
- აჭარა – 475
- იმერეთი – 793
- ქვემო ქართლი – 270
- შიდა ქართლი – 232
- გურია – 80
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 371
- კახეთი – 129
- მცხეთა-მთიანეთი – 70
- სამცხე-ჯავახეთი – 62
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 759, მათ შორის,6 165 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 728, აჭარაში-1 000, იმერეთში-1 215. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის თბილისში-461, აჭარაში- 155, იმერეთში-219. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, მათგან თბილისში-188, აჭარაში-139, იმერეთში-42.
3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1200- თბილისში, 2 154-აჭარაში, 265-იმერეთში. 8 674 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 037 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 პირი.







