კორონავირუსი. ტესტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 3801 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3200 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამავე პერიოდისთვის ტესტირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 11 437-ს მიაღწია.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 118 690 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 98 781 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 გარდაიცვალა.