ახალი ამბები

პრაქტიკულად ყველა “გაციება” ახლა კოვიდია” – იმნაძე

25 ნოემბერი, 2020 • 1017
პრაქტიკულად ყველა “გაციება” ახლა კოვიდია” – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში სეზონური ვირუსული ინფექციები თითქმის არ ფიქსირდება და ვირუსების შემთხვევების 90% Covid-19-ია.

“[სეზონურ გრიპებზე] მუდმივი მეთვალყურეობა გვაქვს. წარმოიდგინეთ, გაციებით მიმდინარე დაავადებები, რაც არის მწვავე რესპირატორული დაავადებები… დღეს რაც არის, მათი 90% კოვიდია. ძალიან ცოტა შემთხვევა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია. ასევე არის ცოტა შემთხვევა რინოვირუსისა, ანუ სურდოს გამომწვევი ვირუსი. ოღონდ ეს ვირუსები ძალიან უმნიშვნელო რაოდენობის ვლინდება. პრაქტიკულად ყველა “გაციება” ახლა კოვიდია”, – აცხადებს იმნაძე.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი. 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 114 889 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  95 581 ადამიანი და გარდაიცვალა 1 085.

მასალების გადაბეჭდვის წესი