ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა ქელბაჯარის რაიონი დაიკავა | ყარაბაღის კონფლიქტი

25 ნოემბერი, 2020 • 1270
აზერბაიჯანმა ქელბაჯარის რაიონი დაიკავა | ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, დღეს აზერბაიჯანული არმიის ნაწილები ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას აზერბაიჯანული APA ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს სხვადასხვა საინჟინრო და საგზაო პროცედურები, რათა უფრო მარტივად შეძლონ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა მთიან რელიეფზე გადაადგილება. სამინისტროს ცნობით, ასევე მიმდინარეობს განნაღმვითი სამუშაოებიც.

ქელბაჯარის რაიონი, შეთანმხების მიხედვით, 15 ნოემბერს უნდა გადასცემოდა აზერბაიჯანულ მხარეს, თუმცა ევაკუაციისათვის ერევანმა დამატებით 10 დღე ითხოვა, რაც ბაქომ დააკმაყოფილა.

აღნიშნული რაიონი სომხეთის რესპუბლიკასა და მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს შორის მდებარეობს. მასზე გადის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც სომხურ ქალაქ ვარდენისს ჩრდილოეთ ყარაბაღთან აკავშირებდა. რაიონი ყარაბაღის პირველ ომამდე ძირითადად აზერბაიჯანული და ქურთული მოსახლეობით იყო დასახლებული და არ შედიოდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ქელბაჯართან ერთად აზერბაიჯანს უკვე გადაეცა აღდამის რაიონიც, ხოლო ლაჩინის გადაცემა დაგეგმილია პირველი დეკემბრისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი