ახალი ამბები

შოტლანდიაში მენსტრუალური ჰიგიენური საშუალებები უფასო გახდა

25 ნოემბერი, 2020 • 1663
შოტლანდიაში მენსტრუალური ჰიგიენური საშუალებები უფასო გახდა

შოტლანდიაში საბოლოოდ მიიღეს კანონი, რომლითაც ქვეყანაში მენსტრუალური ჰიგიენური საშუალებები ყველასთვის უფასო გახდა. შოტლანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა.

კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმარველობები ვალდებულნი არიან, ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყონ „ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება“.

BBC-ს თანახმად, კანონპროექტის ავტორი პარლამენტარი მონიკა ლენონი იყო, რომელიც ე.წ. მენსტრუალური სიღარიბის წინააღდმდეგ 2016 წლიდან სხვადასხვა კამპანიას ატარებდა.

ე.წ. მენსტრუალური სიღარიბე (Period Poverty) ტერმინია იმ ქალთა მდგომარეობის აღსაწერად, რომლებსაც ჰიგიენურ საშუალებებზე და მათ გამოსაყენებლად აუცილებელ უსაფრთხო სივრცეებზე წვდომა არ აქვთ.

„მენსტრუალური სიღარიბე“ არც შოტლანდიისთვის არის უცხო, კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 ქალს შოტლანდიაში მენსტრუალური საშუალებების ყიდვა უჭირს. 


შოტლანდიამ უფასო ჰიგიენური საშუალებების კანონპროექტი 2019 წელს შეიმუშავა. ამ კანონპროექტის დამტკიცებამდე, შოტლანდიის სკოლებსა და კოლეჯებში ჰიგიენური საშუალებები უკვე უფასო იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი