ახალი ამბები

შოტლანდიაში ქალის ჰიგიენური საშუალებები, შესაძლოა, უფასო გახდეს

25 თებერვალი, 2020 •
შოტლანდიაში ქალის ჰიგიენური საშუალებები, შესაძლოა, უფასო გახდეს

შოტლანდიაში ქალთა ჰიგიენური საშუალებები, შესაძლოა, უფასო გახდეს. ამას ამბობს ახალი კანონპროექტი, რომელსაც BBC-ის თქმით, ქვეყნის პარლამენტი, დიდი ალბათობით, მიიღებს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შოტლანდია პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ქალებს უფასო წვდომა ექნებათ ჰიგიენურ საშუალებებზე. კანონპროექტების ავტორები იმედოვნებენ, რომ ამით ე.წ. მენსტრუალური სიღარიბის დონეს შეამცირებენ.

ე.წ. მენსტრუალური სიღარიბე (Perio Poverty) ტერმინია იმ ქალთა მდგომარეობის აღსაწერად, რომლებსაც ჰიგიენურ საშუალებებზე და მათ გამოსაყენებლად აუცილებელ უსაფრთხო სივრცეებზე წვდომა არ აქვთ.

შოტლანდიის ხელისუფლება სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში უფასო ჰიგიენური საშუალებების – მათ შორის ტამპონებისა და საფენების არსებობას  უკვე აფინანსებს. ამისთვის, ბიუჯეტიდან 5.2 მლნ გირქვანქა სტერლინგია გამოყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი