ახალი ამბები

იმნაძე: ექიმების პოზიციაა მობილობის მაქსიმალურად დაგდება

24 ნოემბერი, 2020 • 945
იმნაძე: ექიმების პოზიციაა მობილობის მაქსიმალურად დაგდება

დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე დღეს მთავრობის კანცელარიაში სამედიცინო სფეროს მუშაკებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ექიმები მობილობის მაქსიმალურად შემცირებას ემხრობიან, რაც ადამიანებს შორის კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს, თუმცა აღნიშნავს, რომ სრულ ლოქდაუნზე საუბარი არ არის, რადგან გარდა ჯანდაცვისა, ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია.

აღნიშნულის შესახებ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ეკონომიკური ფაქტორების მიღმა პირდად რას თვლის საჭიროდ, იმნაძე იმეორებს, რომ საჭიროა მობილობის მაქსიმალური დაგდება.

იმნაძე აცხადებს, რომ კონსულტაციები გრძელდება და მთავრობის საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ გაახმიანებს:

“მობილობის მაქსიმალური დაგდება. მე ვამბობ, რომ უნდა იყოს მობილობის მაქსიმალური დაკლება. აუცილებელი თუ არაა, არ უნდა წახვიდე არსად. მოსახლეობას რომ პირბადე გამოეყენებინა და დისტანცია დაეცვა, არ იქნებოდა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან მოვბილობის მაქსიმალურ დაგდებაზე ღონისძიებების გატარება.

ჩვენი, ექიმების პოზიციაა, რომ მობილობა მაქსიმალურად უნდა დაეცეს. რა ზომებს გაატარებს ამისთვის საკოორდინაციო საბჭო, ის მიიღებს გადაწყვეტილებას. დეტალურად ხვალ იქნება გამოცხადებული, რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ. ჩვენ განვიხილავთ ყველაფერ იმას, რაც მობილობას მაქსიმალურად დააგდებს, ნაკლები უნდა იყოს ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა” ,- ამბობს იმნაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი