თბილისში, დიღმის მასივში ქალის ცხედარი იპოვეს.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და ამას ექსპერტიზა დაადგენს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.