ახალი ამბები

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

24 ნოემბერი, 2020 • 658
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში ექიმი თერაპევტი ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ბენო ჭელიძე კოვიდით იყო ინფიცირებული.

„20 ნოემბერს დაიწყო მკურნალობა და 24-ში გარდაიცვალა. თანმხლები დაავადებაც ჰქონდა, გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული“, – ამბობს გია კიკაბიძე.

ბენო ჭელიძე 55 წლის იყო.

ბათუმის რესპუბლიკურში ეს მეორე ექიმია, ვინც კორონავირუსით გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით კი აჭარაში 3 ექიმი და 1 ექთანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

მასალების გადაბეჭდვის წესი