საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3128 შემთხვევიდან უმეტესობა – 1504 შემთხვევა, თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური სტატისტიკა იუწყება.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რეგიონების მიხედვით შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1504
- აჭარა – 576
- იმერეთი – 212
- ქვემო ქართლი – 129
- შიდა ქართლი – 101
- გურია – 87
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 189
- კახეთი – 116
- მცხეთა-მთიანეთი – 105
- სამცხე-ჯავახეთი – 97
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 734, აჭარაში – 1 036, იმერეთში – 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში – 457, აჭარაში – 154, იმერეთში – 206.
მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 108, იმერეთში – 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 – თბილისში, 2 013 – აჭარაში, 262 – იმერეთში. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352.