ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 958 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა, 2 157 თბილისში დადასტურდა. ამის შესახებ კორონავირუსის გავრცელების ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.
როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩანს, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:
- თბილისი 2 157
- აჭარა – 417
- იმერეთი – 537
- ქვემო ქართლი – 190
- შიდა ქართლი – 137
- გურია – 78
- სამეგრელო -ზემო სვანეთი – 159
- კახეთი – 140
- მცხეთა-მთიანეთი – 89
- სამცხე-ჯავახეთი – 40
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 762, აჭარაში – 1 048, იმერეთში – 1 226. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 147, იმერეთში – 201. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 60, იმერეთში – 41.
3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 120 – თბილისში, 1 988 – აჭარაში, 316 – იმერეთში. 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვმია მთავრობის განცხადებაში.
ოფიციალური მონაცემებით საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 2 137 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 54 167.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 89170 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.







