ვატიკანში რომის პაპის ოფიციალური ინსტაგრამ-გვერდის მიერ ბრაზილიელი მოდელის ფოტოს “მოწონების” შემთხვევას იძიებენ.
უცნობია, როდის მოიწონა პაპის გვერდმა მოდელ ნატალია გარიბოტოს ფოტო, რომელშიც ის სკოლის უნიფორმაშია გამოწყობილი. თუმცა, “კათოლიკური ამბების სააგენტოს” თანახმად, ფოტოზე მოწონება 13 ნოემბრის ჩათვლით იყო დაფიქსირებული.
როგორც პაპ ფრანცისკეს პრესსამსახურში BBC-ის უთხრეს, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ფოტო რომის წმინდა საყდრიდან არ მოუწონებიათ. ვატიკანი ასევე დაუკავშირდა ინსტაგრამის ადმინისტრაციას, რათა გაარკვიოს, როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო.
წყაროების თანახმად, შიდა გამოძიება მიმდინარეობს იმ თანამშრომლებთან მიმართებით, რომლებიც პაპის ინსტაგრამ-გვერდს მართავენ.
თავად ბრაზილიელი მოდელი აღნიშნავს, რომ აღფრთოვანებულია პაპის გვერდის მიერ მისი სურათის მოწონებით.
“სულ მცირე, სამოთხეში მოვხვდები”, – დაწერა მან ტვიტერზე.







