საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაშიკოვიდ 19-ით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, გარადიცვალა 33 ინფიცირებული.
ინფორმაციას ვირუსის სტატისტიკაზე მთავრობა აქვეყნებს და იგი ასახავს გასული 24 საათის მონაცემებს:
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 100 684-ს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 851 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 81 783-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში – 17, აჭარაში – 5, იმერეთში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 927 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში – 742, იმერეთში – 609, ქვემო ქართლში – 214, შიდა ქართლში – 197, გურიაში – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 319, კახეთში – 150, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი – 30.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 709, აჭარაში – 959, იმერეთში – 1 202. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში – 387, აჭარაში – 149, იმერეთში – 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 47, იმერეთში – 37. 3 445 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 – თბილისში, 1 672 – აჭარაში, 332- იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 128 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 461, აჭარაში -1 022, ხოლო იმერეთში – 26.
სულ 6 ოქტომბრიდან – 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 16 802 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 15 307 პირი, აჭარაში – 19 161,იმერეთში – 5 226“.