ახალი ამბები

საქართველოში 100 000-ს გადააჭარბა COVID-19-ის აღრიცხული შემთხვევების რიცხვმა

21 ნოემბერი, 2020 • 1177
საქართველოში 100 000-ს გადააჭარბა COVID-19-ის აღრიცხული შემთხვევების რიცხვმა

საქართველოში COVID-19-ის აღრიცხული შემთხვევების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში ვირუსის კიდევ 3824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3851 ადამიანი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 100664 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 81783 გამოჯანმრთელდა, ხოლო 927 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი