ახალი ამბები

6 მძევალი თავისუფალია, 5 ადგილზე რჩება – შსს

20 ნოემბერი, 2020 • 1044
6 მძევალი თავისუფალია, 5 ადგილზე რჩება – შსს

წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლად აყვანილი 6 პირი თავისუფალია.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველების მიერ მოლაპარაკებების შედეგად მძევლად აყვანილი 11 ადამიანიდან 6 არის გათავისუფლებული, 5  კი რჩება ადგილზე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ მანამდე თქვა, რომ შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყების თანამშრომლები ამჟამად კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებებს.

შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი – სირაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი