ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის თავდაცვისა და განათლების მინისტრები გადადგნენ

20 ნოემბერი, 2020 • 839
სომხეთის თავდაცვისა და განათლების მინისტრები გადადგნენ

სომხეთის თავდაცვის მინისტრი, დავით ტონოიანი და განათლების მინისტრი, არაიკ არუთუნიანი გადადგნენ.

ტონოიანს თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მთავარი მრჩეველი ვაგარშაკ არუთუნიანი შეცვლის. არუთუნიანი აღნიშნულ თანამდებობას 1999-2000 წლებშიც იკავებდა.

რამდენიმე დღის წინ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, თანამდებობა დატოვა ფაშინიანის ხელისუფლების კიდევ ერთმა წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნცაკანიანმა.

სომხეთის დედაქალაქში აქციები 10 ნოემბრის ღამეს დაიწყო. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვს.

დემონსტრაციები მას შემდეგ დიწყო, რაც მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი