ახალი ამბები

838 მძიმე პაციენტიდან 410 სუნთქვის აპარატზეა – მთავრობა

20 ნოემბერი, 2020 •
838 მძიმე პაციენტიდან 410 სუნთქვის აპარატზეა – მთავრობა

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 838 პაციენტიდან 410 სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 702, აჭარაში – 942, იმერეთში – 1 179.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის, თბილისში – 420, აჭარაში – 135, იმერეთში – 169.  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 118, იმერეთში – 26.

3 411 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 226 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაშია – 51 300.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 96860 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 77932 გამოჯანმრთელდა, ხოლო 894 გარდაიცვალა.

3768 ახალი შემთხვევა და 41 გარდაცვლილი – 20 ნოემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი