ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახლა ყველაზე მთავარი დიპლომატიური ფრონტია – ფაშინიანი

19 ნოემბერი, 2020 • 1193
ახლა ყველაზე მთავარი დიპლომატიური ფრონტია – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინინი აცხადებს, რომ „ახლა ყველაზე მთავარი დიპლომატიური ფრონტია“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ძალიან რთულ და მძიმე პერიოდში ვართ, თუკი გავითვალისწინებთ, რომ გარკვეულწილად სამხედრო მიმართულება სუსტდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

„მაგრამ პარალელურად იზრდება დიპლომატიური მიმართულება, დიპლომატიური ფრონტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ამ სიტყვების შემდეგ მან წარმატებები უსურვა სომხეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ არა აივაზიანს.

არა აივაზიანი;

სომხეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრად პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა არა აივაზიანი 19 ნოემბერს დანიშნა.

აივაზიანი 2020 წლის 14 ოქტომბრიდან მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, იქამდე კი სხვადასხვა ქვეყანაში სომხეთის ელჩი იყო.

საგარეო საქმეთა წინა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, საკუთარი სურვილით გადადგა.

ზოჰრაბ მნაცაკანიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაში 2018 წლის მაისიდან იკავებდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი