ახალი ამბები

“ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ და არც ხელს შევუშლით” – ენმ II ტურებზე

19 ნოემბერი, 2020 • 1291
“ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ და არც ხელს შევუშლით” – ენმ II ტურებზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების II ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ ოფოციალური განცხადება პარტიის ლიდერებმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთეს.

პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძე მეორე ტურს ფარსს უწოდებს და ამბობს, რომ ენმ მასში მონაწილეობას არ მიიღებს და არც ხელს შეუშლის მას:

ჩვენ, ყველა კანდიდატი, უარს ვაცხადებთ, მონაწილეობა მივიღოთ ამ ფარსში. კიდევ ერთხელ, პატივისცემას ვუფიქსირებთ საქართველოს ყველა ამომრჩეველს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახით ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას და არც ხელის შეშლას იმ პროცესისას, რომელსაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი უწოდებს საქართველოში არჩევნებს.

ჩვენი ბრიფინგი კიდევ ერთხელ ეხმიანება იმ სიცრუის ტირაჟირებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახდენს, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, მეორე დღიდან, რაც ცნობილი გახდა ამ ფარსის შესახებ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მეორე ტურებში არ ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას”, – ამბობს კირკიტაძე.

ენმ-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად მეორე ტურიდან მათი გამოთიშვისა, ბიულეტენზე მათი გვარები დატანილი მაინც იქნება და საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, არც მათ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა.

არჩევნების მეორე ტურში ენმ/ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის 12 კანდიდატი გადავიდა. ყველა მათგანი არჩევნების II ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი