ახალი ამბები

ლანჩხუთში ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა

19 ნოემბერი, 2020 • 770
ლანჩხუთში ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა

ქალაქ ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის კერძო ბინაში აფეთქება მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ორი ადამიანი.

წინასწარი ინფორმაციით, ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებულები გადაყვანილი არიან ლანჩხუთში, მედ-ალფას კლინიკაში.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მძიმე ან ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოს შესრულებით ვადით ორ წლამდე.

ნეტგაზეთი ცდილობს დაუკავშირდეს სოკარ ჯორჯია გაზს, რათა დაადგინოს, დაცული იყო თუ არა ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების ნორმები კერძო ბინაში.

ფოტო გარეკანზე გურია თუდეი/Guria Today*

მასალების გადაბეჭდვის წესი