ახალი ამბები

გამოვლინდა COVID-19-ის 3 697 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი | 19 ნოემბერი

19 ნოემბერი, 2020 • 909
გამოვლინდა COVID-19-ის 3 697 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი | 19 ნოემბერი

19 ნოემბერის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა და შემთხვევების საერთო რაოდენობამ 93 092-ს მიაღწია.

ამასთან, უკანასკნელ დღე-ღამეში ვირუსით კიდევ 38 ადამიანი დაიღუპა მათ შორის, თბილისში – 16, აჭარაში – 8, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო კახეთში – 2 ადამიანი. ამ დრომდე საქართველოში ახალი კორონავირუსით 853 ადამიანია გარდაცვლილი.

by netgazeti ge

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში მათმა რიცხვმა 2 409 შეადგინა, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 697 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

Design by netgazeti ge

ამჟამად ქვეყაანში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 518 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, 8 985 პირი კი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში რჩება 2 186 ადამიანი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი