ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს „ლელოს“ ოფისში ერთმანეთს შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგაზეთს „ევროპული საქართველო“ უდასტურებს.
პარტიაში ამბობენ, რომ ლიდერები ძირითადად ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, შაბათს დაგეგმილი აქციის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ნეტგაზეთი დეტალების გარკვევას ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე ეს მასალა განახლდება.
დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა ოპოზიციისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან დისკუსია. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეხვედრების შემდეგ აზრი არ შეუცლიათ, კვლავ უარს ამბობენ მანდატებზე და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.







