ახალი ამბები

მოვუწოდებ ოპოზიციას, მიიღონ მონაწილეობა მე-2 ტურებში და დაიკავონ  მიღებული მანდატები — კალიურანდი

18 ნოემბერი, 2020 • 786
მოვუწოდებ ოპოზიციას, მიიღონ მონაწილეობა მე-2 ტურებში და დაიკავონ  მიღებული მანდატები — კალიურანდი

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ოპოზიციას მეორე ტურებში მონაწილეობისა და პარლამენტში შესვლისკენ მოწუოდებს.

ამასთან, კალიურანდის თქმით, ცესკოსთვის წარედგენილი ყველა დასაბუთებული საჩივარი  უმაღლესი დემოკრატიულ სტანდარტების დაცვითა  და კანონმდებლობასთან შესაბამისობით უნდა იქნას განხილული.

“ჩემდა სამწუხაროდ, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან პირველი ტურის შედეგით,  არჩევნების მეორე ტურებს ბოიკოტის გამოცხადებისა და პარლამენტში კუთვნილი მანდატების დაკავებაზე უარის თქმის შესახებ განაცხადა. მე მტკიცედ მჯერა, რომ მიზანმიმართული მცდელობა, შეაფერხოს დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ ინსტიტუციის გამართული მუშაობა, სავალალოა. მოვუწოდებ ყველა პარტიასა და კანდიდატს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურებში და დაიკავონ  მიღებული მანდატები, რათა პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული გზით გამოხატულ  ნებას”, — ნათქვამია კალიურანდის განცხადებაში.

ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოუწოდა.

თბილისში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ადგილობრივ მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია, თუმცა 18 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დეპარტამენტის ორი ოფიციალური პირის ბრიფინგი მის ვიზიტთან დაკავშირებით არჩევნების შესახებ.

ბრიფინგის ტექსტში სპიკერები დასახელებულები არ არიან, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე, პირველი მომხსენებელი, სავარაუდოდ, აშშ-ის ელჩია საქართველოში, კელი დეგნანი. პირველმა მომხსენებლმა განაცხადა: 

„ის, რასაც ჩვენ ოპოზიციას მოვუწოდებთ, არის, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში, ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. და ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ არჩეულნი ხართ თქვენი მომხრეების მიერ, რათა შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილებები“.

აშშ-ის სახ.დეპ-ის პოზიცია არჩევნებზე სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი