ახალი ამბები

დეკანოიძე: ოპოზიცია დღეს, სავარაუდოდ, პომპეოს თანაშემწეს შეხვდება

18 ნოემბერი, 2020 • 760
დეკანოიძე: ოპოზიცია დღეს, სავარაუდოდ, პომპეოს თანაშემწეს შეხვდება

„ნაციონლური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომდგენლები 18 ნოემბერს, 16:00 საათზე, სავარაუდოდ, შეხვდებინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თანაშემწე ფილიპ რიკერს.

პომპეო თბილისში 17 ნოემბრის საღამოს ჩამოვიდა და 18 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ილია II-ს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ფილიპ რიკერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თანაშემწეა ევროპისა და ევრაზიის მიმართულებით. ხატია დეკანოიძემ გვითხრა, რომ თუკი ფილიპ რიკერთნ შეხვედრა შედგება, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.