ახალი ამბები

FDA-მ სახლში დიაგნოსტიკისთვის პირველი კოვიდტესტი დაამტკიცა

18 ნოემბერი, 2020 • 982
FDA-მ სახლში დიაგნოსტიკისთვის პირველი კოვიდტესტი დაამტკიცა

აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა კორონავირუსის პირველი სწრაფი ტესტი სახლში დიაგნოსტიკისთვის.

CNN წერს, რომ Lucira-ს მოლეკულური ერთჯერადი ტესტები რეცეპტით იქნება ხელმისაწვდომი და ადამიანები სახლში თავადვე გაიტესტებიან ვირუსზე. FDA-ის ინფორმაციით, მოლეკულური ტექნოლოგიის გამოყენებით ტესტი ვირუსს გამოავლენს 30 წუთში იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. მოლეკულური ტესტი ვირუსის ნიშნებს კორონავირუსის გენეტიკურ მასალაში ეძებს.

“ეს პირველი შემთხვევაა, როცა შესაძლებელია ტესტის თავად გაკეთება და შედეგების სახლშივე მიღება”, – აცხადებს წამლისა და საკვების ადმინისტრაციის კომისარი სტეფან ჰანი.

ახალი ტესტის გასაკეთებლად ცხვირის ღრუდან ნიმუშის აღებაა საჭირო და მიის გამოყენება ნებადართულია 14 წლის ზემოთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის, ხოლო 13 წლამდე პირებში ტესტი სამედიცინო მეთვალყურის მიერ უნდა გაკეთდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი