ახალი ამბები

“ვცდილობ, ვიყო მხნედ” – თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

18 ნოემბერი, 2020 • 920
“ვცდილობ, ვიყო მხნედ” – თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყვება. ცერცვაძე, რომელსაც COVID-19 17 ნოემბერს დაუდასტურდა, ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობს, სახლის პირობებში იმკურნალოს.

“მადლობა ყველას!… მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის-აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ-ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით…

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას- მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას…”, – წერს ცერცვაძე განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, სახლში მკურნალობს მისი მეუღლეც, რომელიც ასევე კოვიდინფიცირებულია, თუმცა, როგორც აღნიშნავს, ნაკლები სიმპტომებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი