ახალი ამბები

გამოვლინდა COVID-19-ის 3 443 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 37 პაციენტი | 18 ნოემბერი

18 ნოემბერი, 2020 • 1231
გამოვლინდა COVID-19-ის  3 443 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 37 პაციენტი | 18 ნოემბერი

18 ნოემბერის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. შესაბამისად, საერთო დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა  89 395-მდე გაზარდა.

კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  71 468-მდე.

ამასთან, ბოლო 24 საათში გახალი კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში –  19 ადამიანი,  აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარა – 512, იმერეთი – 562, ქვემო ქართლი – 163, შიდა ქართლი – 178, გურია – 64,სამეგრელო და ზემო სვანეთი – 368, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 106, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში.

3 435 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 667 – აჭარაში, 1 151 – თბილისში, ხოლო 313 – იმერეთში. 7 888 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 442, აჭარაში -1 256, ხოლო იმერეთში – 32.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში – 14 881 პირი, აჭარაში – 16 724, იმერეთში – 5387.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი