ახალი ამბები

ენმ ისნის საოქლო კომისიის ახალი თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს

17 ნოემბერი, 2020 • 1015
ენმ ისნის საოქლო კომისიის ახალი თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ისნის ახალი საოლქო კომიის თავმჯდომარის, ფიქრია ნიკოლაშვილის ქმარი “ქართული ოცნებაში” მუშაობს.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე Facebook-ზე წერს, გრიგოლ გოგია მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბშია დასაქმებული. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს პარტიის კიდევ ერთმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა მარიკა დათუკიშვილმაც მიაწოდა.

“ნიკოლაშვილი ისნის საოლქო კომისიის წევრი იყო, თუმცა დამოუკიდებელი წევრის სტატუსი ჰქონდა. პირადად მე ვიყავი ოლქში ენმ-ის წარმომადგენელი და ეს ქალბატონი ვერანაირად ვერ იქნება დამოუკიდებელი, როცა მისი მეუღლე მუშაობს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში და კურირებს საოლქო და საუბნო კომისიებს. ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება საკადრო მიმართულებით”,-აცხადებს მარიკა დათუკიშვილი.

ცესკოში ნიკოლაშვილის კვალიფიკაციაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ სხვადასხვა წლებში ისნის N5 საოლქო კომისიის ახლად არჩეული თავმჯდომარე საუბნო კომისიებში ტრენერად მუშაობდა. შესაბამისად, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს საარჩევნო საკითხების მიმართულებით. რაც შეეხება შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს, ამ საკითხზე ცესკოში კომენტარს არ აკეთებენ.

“2006-2017 წლებში ეს ადამიანი ნაძალადევისა და მთაწმინდის რაონებში საუბნო საარჩევნო კომისიებში ტრენერად მუშაობდა. საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს საარჩევნო საკითხებში. 2018-2020 წლებში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი იყო. აქედან გამომდინარე, ის გამოცდილების შესაბამისად შეირჩა როგორც ჯერ წევრი და შემდეგ კი საოლქო კომისიამ თავმჯდომარედ აირჩია”,-უთხრეს ნეტგაზეთს ცესკოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი