ახალი ამბები

ჩვილებისთვის ანტიბიოტიკის მიცემა ასთმისა და ალერგიების განვითარებას უკავშირდება – კვლევა

16 ნოემბერი, 2020 • 812
ჩვილებისთვის ანტიბიოტიკის მიცემა ასთმისა და ალერგიების განვითარებას უკავშირდება – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ანტიბიოტიკების მიცემა, შესაძლოა, ხელს უწყობდეს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ასთმა, ალერგიული რეაქციები და სხვა.

CNN წერს, რომ კვლევაში, რომელიც Mayo Clinic Proceedings-ზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ბავშვების ნაწილს, რომლებიც ანტიბიოტიკის გარკვეულ დოზას იღებდნენ, შემდგომ განუვითარდათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ეგზემა (დერმატიტი), ალერგიული რინიტი, სხვადასხვა პროდუქტების მიმართ ალერგია, ცელიაკია, ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული პრობლემები და ყურადღების დეფიციტი.

თუმცა ამავე ნაშრომში ნათქვამია, რომ ანტიბიოტიკის სხვადასხვა ან რამდენიმე დოზის მიღება უკავშირდება ერთდროულად რამდენიმე დაავადების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის განვითარებას.

კვლევისას მეცნიერები აკვირდებოდნენ 14 500 ბავშვს, რომელთა 70% ერთი სახის ანტიბიოტიკს მაინც იღებდა, უმეტესობა კი – რამდენიმე სახისას.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ იმ ბავშვებს შორის, ვინც რეცეპტით გამოწერილ ერთ ან ორ ანტიბიოტკს იღებდა, ასთმისა და ცელიაკიას განვითარების უფრო მაღალი შანსი გოგოებს ჰქონდათ. თუმცა, უფრო მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, დაავადებების განვითარების ალბათობა ორივე სქესს მაღალი ჰქონდა.

ამასთანავე, კვლევამ აჩვენა, რომ პენიცილინი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოწერილი ანტიბიოტიკია, ორივე სქესისთვის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს უკავშირდება, როგორებიცაა ასთმა ან ზედმეტი წონა, ცელიაკია და ყურადღების დეფიციტი- გოგოებში, ჭარბწონიანობა- ბიჭებში. პარალელურად, პრეპარატი ასევე უკავშირდებოდა გოგოებში აუტიზმის რისკის ნაკლებობას.

წაიკითხეთ ასევე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/304780/

მასალების გადაბეჭდვის წესი