ახალი ამბები

გვყავს 787 მძიმე პაციენტი, რომელთაგან 363 სუნთქვით აპარატზეა – მთავრობა

16 ნოემბერი, 2020 • 1083
გვყავს 787 მძიმე პაციენტი, რომელთაგან 363 სუნთქვით აპარატზეა – მთავრობა

მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 787 მძიმე პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 363 მართვითი სუნთქვის აპარატზეა.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 652, აჭარაში – 930, იმერეთში – 1 143. მძიმე პაციენტი გვყავს 787, მათ შორის, თბილისში – 375, აჭარაში – 135, იმერეთში – 173.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 110, იმერეთში – 27. 3 315 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 – აჭარაში, 1 248 – თბილისში, ხოლო 229 – იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 735 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 50 256.

მასალების გადაბეჭდვის წესი