ახალი ამბები

ამსტერდამის აეროპორტში დააკავეს მგზავრი თბილისიდან, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა

16 ნოემბერი, 2020 • 2558
ამსტერდამის აეროპორტში დააკავეს მგზავრი თბილისიდან, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა

ნიდერლანდების პოლიციამ ამსტერდამის სხიჰპოლის აეროპორტში  დააკავა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც საქართველოდან მალტაში გაფრენას ცდილობდა.

ნიდერალნდების სამეფოს პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოდან მიმავალ 32 წლის კაცს  თან ჰქონდა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ის კორონავირუსზე დადებითია.

ჰოლანდიის პოლიციამ საქართველოდან მალტაში მიმავალი მგზავრი ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში თავდასხმის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

ნეტგაზეთი აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი