ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით ვანეციანი დააკავეს

14 ნოემბერი, 2020 • 939
ფაშინიანის მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით ვანეციანი დააკავეს

არტურ ვანეციანი, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც „ხავედროვანი რევოლუციის“ შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების სამსხურის ხელმძღვანელი იყო 2019 წლის სექტემბრამდე, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანიაზე თავდასხმისა და მკვლელობის მომზადების ბრალდებით დღეს, 14 ნოემბერს დააკავეს.

სომხური მედიის ცნობით, ვანეციანი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე იყო დაბარებული და მისი დაკავებაც სწორედ იქ მოხდა.

ვანეციანის ადვოკატის, ლუსინე სააკიანის განმარტებით, ყოფილ ჩინოვნიკს ბრალი რამდენიმე მუხლით წარუდგინეს – იარაღის უკანონო შეძენა -შენახვაში მონაწილეობა; ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა; სახელმწიფო, პოლიტიკური ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის წინასწარი დაგეგმვა ჯგუფურად.

ადვოკატის განცხადებითვე, ვანეციანის მიმართ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების გაჩუმებას ემსახურება.

საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე, რომელიც სომხეთში ყარაბაღის საკითხზე და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციამ დაიწყო, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პოლიტიკურ ოპონენტებს “მძარცველები”,   არტურ ვანეციანს კი „დეზერტირი” უწოდა, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს.

2020 წლის დასაწყისში გავრცელდა ბრალდებები, რომ ვანეციანი ფაშინიანის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მედიაკამპანიის უკან იდგა.

განხეთქილების პირველი ნიშნები ფაშინიანის მთავრობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი