102 წლის ქალმა, რომელმაც ახალი კორონავირუსი დაამარცხა, ქუთაისის ინფექციური კლინიკა დღეს, 14 ნოემბერს დატოვა. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მედ-პერსონალმა მოხუცი ტაშით გააცილა. ის ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს.
102 წლის ქალი კლინიკაში 2 კვირის წინ შეიყვანეს. სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ამჟამად მოხუცი თავს კარგად გრძნობს.
“102 წლის გალინა ბებომ ვირუსი დაამარცხა. ის კლინიკიდან გავწერეთ. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 74 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი. 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 13 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე გვყავს ჩვილებიც”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ფოტო: ქუთაისის ინფექციური კლინიკა