ახალი ამბები

კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი | 14 ნოემბერი

14 ნოემბერი, 2020 • 1042
კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი | 14 ნოემბერი

14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში ბოლო  24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 504 ახალი შემთხვევა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ  76 658 შეადგინა.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 33 ადამიანი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათ კიდევ 3 163 პაციენტი დაემატა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  58 674-მდე გაიზარდა.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით, მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში – 232 შემთხვევა,
  • აჭარა – 603,
  • იმერეთი – 619,
  • ქვემო ქართლი – 122,
  • შიდა ქართლი – 140,
  • გურია – 94,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397,
  • კახეთი – 102,
  • მცხეთა-მთიანეთი -97,
  • სამცხე-ჯავახეთი – 76,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 361 – კოვიდ-სასტუმროში, 8 573 პირი – ბინაზე

საკარანტინო სივრცეში 2 425 პირი რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი