ახალი ამბები

“ევროპული საქართველოს” წევრებს ცესკოს სხდომიდან აძევებენ [LIVE]

13 ნოემბერი, 2020 • 1143
“ევროპული საქართველოს” წევრებს ცესკოს სხდომიდან აძევებენ [LIVE]

“ევროპული საქართველოს” წევრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომიდან აძევებენ.

სხდომას პარტიის 4 წარმომადგენელი, მათ შორის ხათუნა გოგორიშვილი ესწრებოდა. სწორედ გოგორიშვილის გაძევების საკითხი დააყენა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სხდომაზე, რასაც კომისიის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ, თუმცა გოგორიშვილი სხდომის დატოვებაზე უარს აცხადებდა. ის ამ გადაწყვეტილების შემდეგაც რჩებოდა ცენტრალური საარჩვნო კომისიის სხდომაზე.

გოგორიშვილის ოთახიდან გაყვანას ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაცვა ცდილობდა. აღნიშნულის გამო შეჩერდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამონ. სიტყვიერი დაპირისპირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში გრძელდება.

ხათუნა გოგორიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ითხოვდა პასუხს, შედეგეიბის შეჯამება საუბნო თუ საოლქო ოქმების მიხედვით უნდა მომხდარიყო.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შეჯამება უბნების მიხევით მოხდებოდა, საჩივრებს უბან-უბან უნდა მიჰყოლოდნენ, საოლქოს შემთხვევაში კი აცხადებდა, რომ სასამართლო ჯერ კიდევ განიხილავდა შედეგებს ოლქებში.

პასუხად თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ შეჯამება ორივეს მიხედვით ხდება, რადგანაც საოლქო ოქმები საუბნო ქმების შეჯამების შედეგადაა მიღებული. რაც შეეხება სასამართლოში მიმდინარე გნახილვებს, ჟვანიას თქმით, თუ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანს, დღეს შუალედური შეჯამებაა და, შესაბამისად, ცვლილება მოხდება.

 

ხათუნა გოგორიშვილს ცესკოს სხდომიდან აძევებენ

Posted by Netgazeti on Friday, 13 November 2020

დღეს, 13 ნოემბერს, ცესკოში სხდომა დაინიშნა. სხდომის დღის წესრიგში 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებაა შეტანილი.

ამასთან ერთად, ცესკოს დღევანდელი სხდომის დღისწესრგშია  ,,ევროპული საქართველოს”,  ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“,  “პატრიოტთა ალიანსი“,  პოლიტიკური გაერთიანების ,,სამართლიანობისთვის“,  ,,გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საიას მიერ  შეტანილი საჩივრების განხილვაც.

კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები არაუგვიანეს 19 ნოემბრისა ცესკოს სხდომაზე უნდა შეჯამდეს.

სხდომის პარალელურად, აქცია იმართება ცესკოს შენობის გარეთ.

ცესკოს ეზოში მოქალაქეები ქაღალდებს ისვრიან წარწერით “ქვა”

მასალების გადაბეჭდვის წესი