ახალი ამბები

ხელახალი ან სწრაფი ვადამდელი არჩევნები — ბოკერიას კომპრომისი

13 ნოემბერი, 2020 • 812
ხელახალი ან სწრაფი ვადამდელი არჩევნები — ბოკერიას კომპრომისი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლებასთან კომპრომისის სივრცე მხოლოდ ახალი არჩევნების სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დარჩეს.

მისი თქმით, არჩევნების გაყალებების მასშატაბებიდან გამომდინარე, გამოსავალი ვერ იქნება გადათვლა. როგორც ბოკერია ამბობს, რამის გამოსწორების შესაძლებლობები სისტემამ იმდენად უარყო, ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.

“კომპრომისის სივრცე არის, რა სტატუსის ახალი არჩევნები იქნება. ფორმალურად, ხელახალი არჩევნები, თუ სწრაფი ვადამდელი არჩევნები. მე პირადად მხოლოდ მანდ ვხედავ კომპრომისის სივრცეს […] არის ეს ხელახალი არჩევნები ფორმალურად, ანუ ეს არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდება და ხელახალი იქნება, თუ უბრალოდ, სწრაფი ვადამდელი არჩევნები. ეს არსებითი განსხვავებაა”, — განაცხადა ბოკერიამ “ფორმულასთან”.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალი არჩევნების დანიშვნისა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენების მოთხოვნით აქციებს მართავს.

არჩევნებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, 12 ნოემბერს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ელჩების მედიაციით, პირველად შედგა შეხვედრა, რომელიც უფრო “მოთელივით” ხასიათს ატარებდა და ჯერჯერობით მხოლოდ ის გაირკვა, რომ მხარეებს შორის პოზიციებში რადიკალური სხვაობა არსებობს, ჩაინიშნა დიალოგის მომდევნო რაუნდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი