ახალი ამბები

ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

13 ნოემბერი, 2020 • 1148
ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით აგრძელებს. მათივე ცნობით, ექიმების რეკომენდაციით, თურნავა სახლში მკურნალობდა. სამინისტრომ 3 ნოემბერს გაავრცელა ცნობა, რომ ეკონომიკის მინისტრის Covid-19 დაუდასტურდა.

13 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათ კიდევ 3 342 პაციენტი დაემატა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  55 511-მდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი