ახალი ამბები

კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი | 13 ნოემბერი

13 ნოემბერი, 2020 •
კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი | 13 ნოემბერი

13 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში ბოლო  24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ  73 154 შეადგინა.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათ კიდევ 3 342 პაციენტი დაემატა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  55 511-მდე გაიზარდა.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით, მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში – 1 493 შემთხვევა,
  • აჭარა – 448,
  • იმერეთი – 513,
  • ქვემო ქართლი – 190,
  • შიდა ქართლი – 175,
  • გურია – 55,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287,
  • კახეთი – 98,
  • მცხეთა-მთიანეთი -119,
  • სამცხე-ჯავახეთი – 72,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

აქტიური ინფიცირებული შემთხვევების რაოდენობა 16 981-ა.  მათგან 4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 413 პირი კი  არის კოვიდ-სასტუმროში.

საკარანტინო სივრცეში 2 447 პირი რჩება, თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი