ახალი ამბები

დიღომში რამდენიმე უბანი აფეთქებას გადაურჩა — “თბილისი ენერჯი”

12 ნოემბერი, 2020 • 1228
დიღომში რამდენიმე უბანი აფეთქებას გადაურჩა — “თბილისი ენერჯი”

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით,  დიღომში რამდენიმე გაზსადენი(დიღომი7 დიღომი 8 და დიღომი 9) აფეთქებას გადაურჩა.

“თბილისი ენერჯის” ცნობით,  კომპანია „დიღომი ვილა გაზმა“ “უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევით” „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი გადაჭრა.

უკანონო სამუშაოები კომპანიამ აბონენტების თავის ქსელზე გადართვის მიზნით ჩაატარა. უკანონო სამუშაოების შედეგად “თბილისი ენერჯის” კუთვნის გაზმომარაგების ქსელში ჰაერი შეიპარა. რამაც თავის მხრივ, ქსელის დაზიანების გარდა, აფეთქების საშიშროება შექმნა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.  მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გაზის მიწოდება აღნიშნულ უბნებში სასწრაფო წესით შეუწყდა 2000- მდე აბონენტს”, — აცხადებს “თბილისი ენერჯი”.

მათივე განმარტებით, ამ წუთისთვის გაზმომარაგების აღსადგენად საჭიროა ტექნიკური სამუშაოების  წარმოება, რათა გაზის მიწოდება აღდგეს გაზის მეურნეობაში მოქმედი რეგლამენტების  შესაბამისად და მოსახლეობის უსაფრთხოების სრული დაცვით.  მათივე განცხადებით, აადგილზე სრულად მობილიზებულია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზმომარაგების აღსადგენად.

“ასევე გაცნობებთ, რომ “თბილისი ენერჯი” დიღომი 7,8,9- ის მოსახლეობა სექტემბრის თვეში გააფრთხილა, რომ 1 მ3 გაზის ღირებულება 0.461374 თეთრს შეადგენს და კომპანიისთვის უცნობი პირები აბონენტებს სთავაზობდნენ გაზის მიწოდებას. ამისთვის კი ითხოვდნენ პირად მონაცემებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო სამსახურები სრულად საქმის კურსშია და მიმდინარეობს მომხდარის მოკვლევა. კომპანია “თბილისი ენერჯი” ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის”, — აცხადებენ კომპანიაში.

“თბილისი ენერჯი”  აბონენტებს თხოვს, რომ გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, პასუხისმგებლობა და დაეხმარონ კომპანიას საფრთხის განეიტრალებაში. კერძოდ, გადაკეტონ ყველა გაზის ონკანი და დაელოდონ “თბილისი ენერჯის” შეტყობინებას გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი