ახალი ამბები

გამყრელიძე: მომავალ თვეში საწოლფონდის 8400-მდე გაზრდა იგეგმება

12 ნოემბერი, 2020 •
გამყრელიძე: მომავალ თვეში საწოლფონდის 8400-მდე გაზრდა იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღესდღეობით, სტაციონარებში კოვიდ პატიცენტებისთვის 5 700 ადგილია მობილიზებული, ერთი ამდენი კი- ე.წ. კოვიდ სასტუმროებში.

ამირან გამყრელიძის თქმით, რომელიც დღეს, 12 ნოემბერს, ჯანდაცვის მინსიტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, მომავალ ერთ თვეში საწოლფონდის 8 400-მდე გაზრდაა დაგეგმილი, რაც სწორი ტრიაჟის შემთხვევაში, მისი შეფასებით, საკმარისი იქნება:

“დღეს ქვეყანაში 5 700 საწოლია სტაციონარებში და კიდევ 5 700 მობილიზებულია კოვიდ სასტმროებში. დღეს განვიხილეთ ქალბატონ მინისტრთან და დაგეგმილია 8 400-მდე გაზრდა მომავალ ერთ თვეში, და თუ კარგად ვმართავთ, საწოლფონდის დეფიციტი ქვეყანაში არ უნდა შექიმნას”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კი, რომელიც ასევე ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას, განიხილება ზომები, რათა გაიზარდოს რესურსი ბინაზე სასწრაფო დახმარების მომსახურების, ისევე, როგორც ოჯახის ექიმების და ონლაინ კლინიკების. თენგიზ ცერცვაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით განხილვები ამჟამად მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი