ახალი ამბები

ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხვდებიან ერთმანეთს

12 ნოემბერი, 2020 • 1275
ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხვდებიან ერთმანეთს

ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ წუთებში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ.

„მთავარი არხის“ ცნობით, შეხვედრაზე მივიდნენ არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნებიდან“, ოპოზიციიდან კი სხვადასხვა ფიგურები, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოდან“, ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“ და შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტიიდან“, გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და ზურა ჯაფარიძე „გირჩიდან“.


გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი