ახალი ამბები

თურქმენეთის პრეზიდენტმა ძაღლის ჯიშს ოქროს ძეგლი დაუდგა – მედია

12 ნოემბერი, 2020 •
თურქმენეთის პრეზიდენტმა ძაღლის ჯიშს ოქროს ძეგლი დაუდგა – მედია

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ძაღლის ჯიშს – ალაბაის (შუააზიური ნაგაზი), დედაქალაქ აშხაბადში ოქროს ძეგლი გაუხსნა.

როგორც თურქმენეთის სამთავრობო მედია წერს, მონუმენტის სიმაღლე 15 მეტრს აღწევს, აქედან 6 მეტრის სიმღლისაა უშუალოდ ძაღლი, ხოლო 9- კვარცხლბეკი, რომელზეც ძეგლი დგას. მონუმენტი ახლად აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის ცენტრში ააგეს.

ძაღლისთვის ძეგლის დადგმის ინიციატივით თავად პრეზიდენტი – გურბანგული ბერდიმუჰამედოვი გამოვიდა, რათა ჯიშის მიმართ ღრმა პატივისცემა გამოეხატა.

ბერდიმუჰამედოვისთვის ეს ჯიში მართლაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, 2017 წელს ალაბაის ლეკვი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აჩუქა. ხოლო 2019 წელს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს – დიმიტრი მედვედევს.

თურქმენეთის პრეზიდენტმა თავის ცხენს უმღერა [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი