ახალი ამბები

652 მძიმე პაციენტიდან 329 მართვით სუნთქვაზეა – მთავრობა

12 ნოემბერი, 2020 • 789
652 მძიმე პაციენტიდან 329 მართვით სუნთქვაზეა – მთავრობა

საქართველოში 652 კოვიდ ინფიცირებული პაციენტიდან ამჟამად 329 იმყოფება მართვით სუნთქვის აპარატზე. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება წერს, რომ ამ ეტაპზე აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 16 887-ს აღწევს, რომელთაგან უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე.

„4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 383, აჭარაში – 801, იმერეთში – 973. მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 103, იმერეთში – 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში – 162, აჭარაში – 90, იმერეთში – 33. 3 311 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 560 – აჭარაში, 1 207 – თბილისში, ხოლო იმერეთში -284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მთავრობის ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 506 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 40 475.

მასალების გადაბეჭდვის წესი