ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი და თურქეთი ყარაბაღის საკითხზე მონიტორინგის ერთობლივ ცენტრს ქმნიან

12 ნოემბერი, 2020 • 1223
რუსეთი და თურქეთი ყარაბაღის საკითხზე მონიტორინგის ერთობლივ ცენტრს ქმნიან

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემონარდუმს, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური ცნობითვე, რუსულ-თურქული ერთობლივი ცენტრი აზერბაიჯანში განთავსდება.

რუსული თავდაცვის უწყების განმარტებით, ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი “მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებების შესრულების საიმედო კონტროლს განახორციელებს. ამასთან, კონფლიქტის დასარეგულირებლად მყარ საფუძველს შექმნის”.

ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების გარდა, ცენტრი, როგორც რუსული მხარე აცხადებს, უპილოტო საფრენი აპარატებით ვიზუალურ დათვალიერებას და დარღვევების დაფიქსირებას უზრუნველყოფს. ასევე, ცენტრს მხარებს შორის მიღწერული შეთანხმების საკითხების ირგველივ შექმნილი ნებისიერი პრობლემის, საჩივრისა თუ საკითხის განხილვის ორგანოს ფუნქცია ექნება.


ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა 9-პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელების განთავსებას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, ლაჩინის კორიდორში ჩადგება 1960 მშვიდობისმყოფელი, 90 შეიარაღებული მანქანით, 380 სხვა ტიპის ავტომობილითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობით. ისინი, სულ მცირე, 5 წლის ვადით განთავსდებიან, თუმცა, დარჩენის პერსპექტივით.

რუსული დანაყოფების დისლოკაცია ყარაბაღში 10 ნოემბერს, შეთანხმების გაფორმებიდან მალევე დაიწყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი