ახალი ამბები

3120 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი – 12 ნოემბერი

12 ნოემბერი, 2020 • 1374
3120 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი – 12 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 33 ადამიანი.

მთავრობის ოფიციალური სტატისტიკით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2358 ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, 33 პაციენტიდან 11 გარდაიცვალა თბილისში, 11- აჭარაში, იმერეთში- 7, ქვემო ქართლში- 1, გურიაში- 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 69681 შემთხვევა დადასტურდა, რომელთა შორის გამოჯანმრთელდა 52 169, გარდაიცვალა 599 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი