ახალი ამბები

კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა და 45 გარდაცვლილი | 11 ნოემბერი

11 ნოემბერი, 2020 • 984
კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა და 45 გარდაცვლილი | 11 ნოემბერი

11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 2 911 შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 66 561-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში COVID-19-ით გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის თბილისში – 18, აჭარაში – 14, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 3, კახეთში – 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. ამ დრომდე, ახალი კორონავირუსით საქართველოში 566 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ვირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების განაწილებას, 2 911 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში – 476, იმერეთში – 469, ქვემო ქართლში – 201, შიდა ქართლში – 134, გურიაში – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294, კახეთში – 69, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, ააქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. აქედან, 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 373, აჭარაში – 787.

ხოჯევანიშვილის თქმით, მძიმე პაციენტების რაოდენობა 632-ს შეადგენს, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 111. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 308 პირი – მათ შორის, თბილისში – 146, აჭარაში – 105.

3 181 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში რჩება, მათ შორის, 1 569 – აჭარაში, ხოლო 1 088 – თბილისში. 8 099 პირი კი ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინო სივრცეში 2 656 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, თბილისში – 508, აჭარაში-1 328.

თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 568 პირი, აჭარაში – 16 826, იმერეთში – 4 385.

მასალების გადაბეჭდვის წესი