ახალი ამბები

ენმ უერთდება 4 პარტიის განცხადებას

10 ნოემბერი, 2020 • 889
ენმ უერთდება 4 პარტიის განცხადებას

“ერთიანი ნაციიონალური მოძრაობა” უერთდება ოთხი ოპოზიციური პარტიის განცხადებას მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობა” უერთდება იმ განცხადებას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ოთხი პოლიტიკური პარტიის სახელით”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ — “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებლი”, “გირჩი” – მანამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც იმეორებენ პოზიციას, რომ არ აპირებენ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას.

“ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით. მოვითხოვთ შსს-სგან, არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად.

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან  პროტესტს”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

4 ოპოზიციური პარტიის განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი