ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში 17 პარტია ანტისამთავრობო აქციას გამართავს

10 ნოემბერი, 2020 • 1010
სომხეთში 17 პარტია ანტისამთავრობო აქციას გამართავს

ერევანში 17 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ხვალ, 11 ოქტომბერს, საპროტესტო აქციას გამართავს, სადაც პარტიები ომის დამთავრების შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გააპროტესებენ. ინფორმაციას სომხური news.am ავრცელებს.

“სამწუხაროდ, გუშინ ჩვენი ისტორიის ყველაზე საშინელი გვერდი დაიწერა. ერის წინააღმდეგ მიმართული შეთანხმება გაფორმდა ჩვენი მებრძოლების ზურგს უკან, რომლებიც თავს წირავენ სამშობლოს დასაცავად. ამ დროს ჩვენი ერთობა და აქციების ჩატარება უმნიშვნელოვანესია”, – ნათქვამია 17 პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულმა პარტიებმა გუშინ, ომის დასრულების შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა. აღნიშნულ გაერთიანებულ ფორმატში სხვა პარტიებთან ერთად შედიან საპარლამენტო პარტია “აყვავებული სომხეთი”, “რესპუბლიკური პარტია”, რომელიც სომხეთის წინა მთავრობაში იყო წარმოდგენილი, და დაშნაკცუთიუნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი